საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია - გატაცებულია 2 მწყემსი
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან 2 მწყემსი გაიტაცეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ოკუპანტები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მწყემსები იმ დროს გაიტაცეს, როდესაც საქონელს მწყემსავდნენ.
გატაცების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სუს-ი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალსოფლიდან მწყემსებს იტაცებენ.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში საქართველოს 2 მოქალაქე იმყოფება. ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებიან.
მსგავსი სიახლეები
27.10.26 13:22
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ