სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი 16 წლის ბიჭია - "პირველებმა" უმძიმესი ამბის ახალი დეტალები გაარკვია
სექსუალური ძალადობა ხაშურში - "პირველებმა" გაარკვია, რომ სავარაუდო მსხვერპლი 16 წლის ბიჭია.
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამაკაცია დაკავებული.
"პირველების" ინფორმაციით, ის ახლა წიანასწარი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. 51 წლის კაცს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
უფლებადამცველის თქმით, ის დაკავებულთან ჯერ არ შესულა, შესაბამისად უცნობია, აღიარებს თუ არა ბრალს 51 წლის მამაკაცი.
დაკავებულების მეზობლები შოკირებულები არიაან და უჭირთ მომხდარის დაჯერება.
ცოლი მოუკვდა. შვილები პატარები ჰყავთ და ეტყობა იმის ოჯახმა წაიყვანა. მარტო ცხოვრობდა, თავისთის იყო...ვინ რა ჭკუაზე დადგა ისეთი დროა, ვერავის თავდები ვერ გავხდები", - ამბობენ მეზობლები.
გაუპატიურების ფაქტი ხაშურის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭზე სავარაუდოდ, 51 წლის კაცმა იძალადა. არსებობს ცნობები, რომ სკოლის მოსწავლეს სავარაუდო მოძალადე დანით ემუქრებაოდა და მასზე სისტემატურად ძალადობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის, მე-4 ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.