ოფთალმოლოგიური ოპერაციები „დიარჯით“ 15 დეკემბრიდან აღარ ფინანსდება - „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე

27.01.24 12:16
ოფთალმოლოგიური ოპერაციები „დიარჯით“ 15 დეკემბრიდან აღარ ფინანსდება - „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე

ოფთალმოლოგიური ოპერაციები „დიარჯით“ 15 დეკემბრიდან აღარ ფინანსდება - ამის შესახებ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის"  თავმჯდომარე იტყობინება.

სალომე ლოლუას თქმით, ოფთალმოლოგიური ოპერაციები გათიშულია. ლოლუა ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„გუშინ დამიკავშირდნენ ოფთალმოლოგები, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან „დიარჯის“ მუშაობით, რადგან, 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, როგორიც არის გლაუკომა, ბადურის ათლა და რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას საერთოდ არ ფინანსდება ამ ეტაპზე. 15 დეკემბრის შემდეგ ოფთალმოლოგიური ოპერაციები გათიშულია. მინდა მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს, ესეც ელექტრონული ხარვეზია, თუ რაიმე სხვა. მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ოფთალმოლოგიური ოპერაციები გარკვეული ხარვეზების გამო „დიარჯით“ 15 დეკემბრიდან არ ფინანსდება“,- აღნიშნა ლოლუამ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება. 
 
როგორც უწყებაში განმარტავენ, 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.