"სოლიდარობა ხასაიას და ჩიქობავას" - ჭიათურელი მაღაროელები გაიფიცნენ

27.01.24 12:31
"სოლიდარობა ხასაიას და ჩიქობავას" - ჭიათურელი მაღაროელები გაიფიცნენ

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ ჭიათურის მაღარო სოლიდარობის მიზნით ერთი საათით გაფიცული იყო.

მაღაროელების მიმართვას მოძრაობა "ხმა" ავრცელებს. ტარიელ მიქაბაძე ამბობს, რომ დაკავებული ორი ლექტორი მთელი ცხოვრების განმავლობაში უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რის გამოც ახლა მათზე ხელისუფლებამ შური იძია და ბორკილები დაადო.

ებრძვიან ბანკებს ასეთი პროცენტების გამო, ებრძვიან მევახშეებს ასეთი უკანონობის გამო, ითხოვენ მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვებას, უფასო საცხოვრებელს სტუდენტებისთვის, ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს გვიჭერდნენ.

ჩვენ გვინდა, ჭიათურელ მაღაროელებს, სოლიდარობა გამოვხატოთ, ჩვენ ვითხოვთ გადაუკვალიფიცირდეთ მათ სისხლის სამართლის მუხლი, ამ მოთხოვნის ნიშნად ჩვენი ვახტა ერთი საათით წყვეტს სამუშაო პროცესს. თუმცა თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება პროტესტი გადაედება სხვა ვახტებს სხვა პროფესიებს და ვნახოთ უღირთ თუ არა ამ ორი ადამიანის პატიმრობა მთელი საქართველს გადატრიალებად – ამბობს მიქაცაძე.