დაარღვევს თუ არა დუმილს თსუ? - სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

27.01.24 13:34
დაარღვევს თუ არა დუმილს თსუ? - სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

დაარღვევს თუ არა დუმილს თსუ? - ამ წუთებში სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროფესორები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც სტუდენტები პროტესტის რეჟიმში გადავიდნენ.

ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ შეკრების შემდეგ საკუთარ პოზიციას ახალგაზრდებს გააცნობს. სტუდენტები "პირველებთან" ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი სახაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერად, აქციის მონაწილეები პროტესტის ფორმებს გაამკაცრებენ.

ახლა მიმდინარეობს აკადემიური საბჭოსა და სენატის გაერთიანებული სხდომა, სადაც განხილული უნდა იყოს ეს საკითხი, რომელიც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის დაკავებას. ამ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ, აკადემიური საბჭოს და სენატის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და სტუდენტებს არ გვაძლევენ საშუალებას, რომ დავესწროთ. მკაფიო პოზიციების არარსებობის შემთხვევაში "მაისის სტუდენტურ მოძრაობას" მოუწევს უკვე პროტესტის სხვა ფორმებზე გადასვლა, მაგრამ ეს ფორმა კიდევ რჩება, პიკეტირებულია კანცელარია", - ამბობს სტუდენტი.