8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა
8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა და ის მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურული იყო.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
შეგახსენებთ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 36 წლის მამაკაცები დააკავეს. სოფლის მოსახლეობამ, ბრალდებულების სახლი გადაწვა.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ