ჩიქობავასა და ხასაიას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს
აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას ადვოკატებმა აღკვეთი ღონიძისძიოების შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს - ადვოკატი გურო იმნაძე გამოცემა "პუბლიკასთან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ახლა სამსჯელოდ სასამართლოს 72 საათი გააჩნია.
ცნობისთვის, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აქტივისტებს - გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას - საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა - საქალაქო სასამართლოში შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა ხასაიას და ჩიქობავას პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს. სასამართლოს შენობაში მყოფ პირებს, რომლებმაც აქტივისტების დაკავება გააპროტესტეს, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.