წყნეთის პოლიციის შეფები ქრთამის აღებაში არიან ბრალდებულები - სასამართლოში პროცესი იწყება

27.01.24 15:02
წყნეთის პოლიციის შეფები ქრთამის აღებაში არიან ბრალდებულები - სასამართლოში პროცესი იწყება

სისტემის კიდევ ერთი კრახი. ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში პოლიციის მაღალჩინოსნების პროცესი იწყება. წყნეთის პოლიციის შეფები დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში არიან ბრალდებულები. ირკვევა, რომ ფული მათ ნარკოტიკების რეალიზებაში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეს გამოსძალეს.

ეს ერთი საქმე აჩვენებს, რომ პოლიციელები სავარაუდო გარიგებაში არიან რეალიზატორებთან. აქამდე ამ ამბებზე მხოლოდ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საუბრობდა, თუმცა როგორც ჩანს, ქრთამის აღება, სისტემას ისე მოედო, რომ გომელაურიც კი იძულებული გახდა დაკავებებების სერია დაეწყო.  წყნეთის პოლიციის შეფების წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში უკვე გადაიყვანეს. მათი პროცესი ამ წუთებში იწყება.