სექსუალური ძალადობა ხაშურში - "პირველების" ინფორმაციით 16 წლის ბიჭმა პოლიციას ჩვენება მისცა და საქმეში ჩანაწერებიც დევს
აღიარებს თუ არა დანაშაულს კაცი, რომელსაც 16 წლის ბიჭის გაუპატიურებას ედავებიან? "პირველების" ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
"პირველებმა" გაარკვია, რომ გამოკითხულია სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოზარდი. მან პოლიციას ვრცელი ჩვენებაც მისცა, თუ როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მისი თანასოფლელი 51 წლის მამაკაცის მხრიდან.
მისივე ჩვენებით დგინდება, რომ 51 წლის მამაკაცმა 16 წლის მოზარდთან კავშირი დაამყარა სოციალური ქსელის მეშვეობით, მისი ნდობა მოიპოვა და რამდენჯერმე დაითანხმა შეხვედრაზე.
არსებობს ცნობები, რომ სკოლის მოსწავლეს სავარაუდო მოძალადე დანით ემუქრებაოდა და მასზე სისტემატურად ძალადობდა.
ირკვევა, რომ საქმეში დაკავებულის წინააღმდეგ მყარი მტკიცებულებებიც დევს. საქმე ჩანაწერებს ეხება.
ადვოკატის თქმით, 51 წლის დაკავებულს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერ შეხვედრა არ მქონია, ვინაიდან ველოდები ბრალის წარდგენას. ბრალის წარდგენა საღამოს საატებში მოხდება, მანამდე გადმომეცემა საქმის მასალები და მეცოდინება სხვა დეტალებიც. ოჯახის წევრები არავინ დაგვკავშირებიან, ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, შესაბამსიად ისინი ვერ დაგვიკავშირდებოდნენ, უშუალოდ კაცთან კი შეხვედრა მოხდება საღამოს, როდესაც ბრალი წარედგინება", - ამბობს ადვოკატი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის, მე-4 ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.