დედები, ვისაც შვილები გაუყიდეს და ქალები, ვინც თავად აღმოჩნდნენ გაყიდულები, სტრასბურგში გასაგზავნად სარჩელს ამზადებენ
ქართველი ქალები ევროსასამართლოში ჩივიან- დედები, ვისაც შვილები გაუყიდეს და ქალები, ვინც თავად აღმოჩნდნენ გაყიდულები სარჩელს სტრასბურგში გასაგზავნად ამზადებენ. დანაშაულებრივი სქემით დაზარალებულები სახელმწიფოს უპირისპირდებიან.
BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი ქალები ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. დაზარალებულებს არ აქვთ წვდომა რეალურ ინფორმაციაზე - როდის და სად დაიბადნენ და რა იყო მათი ბიოლოგიური გვარი. მათ კი, ვისაც ეჭვი აქვთ, რომ შვილი დაბადებისთანავე ექიმებმა გაუყიდეს, ამტიცებენ რომ სახელმწიფო სიმართლის დადგენაში ვერ ეხმარებათ.
სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც სამივე ინსტანციას ამოწურავს ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა ტრეფიკინგის და გაშვილების საქმე, ამის შემდეგ ის ევროსასამართლოში გადაინაცვლებს.
ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება და ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს ჰქონდეს უფლება, რომ გაიგოს, სად, როდის დაიბადა და რა გვარია. მეორე საკითხი არის გამოძიება, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით, როგორ ვითარდება. გვაქვს მოთხოვნა იმაზე, რომ გვქონდეს ინფორმაცია გამოძიების შესახებ და გამოძიებული იქნას ის ქეისები, რომლებიც არ არის ხანდაზმული", - ამბობს ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე.
ქართველი დედები "პირველებთან" გამაოგნებელ ფაქტებზე საუბრობენ და ითხოვენ საქმეების ხანდაზმულობის ბარიერმა დაიწიოს, რათა აღნიშნული საქმეების გამოძიება მოხდეს.
გავაჩინე ტყუპი ბიჭები, რომლებიც რაღაც პერიოდის შემდეგ მითხრეს, რომ გარდაიცვალნენ. ვფიქრობთ, რომ ვერ იპოვეს ეს იდენტური ტყუპების ცხედრები, ამიტომ ჯერ ერთი გადმოგვცეს, რაღაც პერიოდის შემდეგ კი მეორე. საფლავი გათხრილი დაგვხვდა და ტყუპების ცხედრები აღარ იყვნენ. საქმე არის ხანდაზმული და არ განხორციელდა ამ მიმართულებით გამოძიების ჩატარება. ხანდაზმულობის ბარიერმა დაიწიოს, მოხდეს ამ საქმეების გამოძიება, მოხდეს თუნდაც იმ ელემენტარულ დოკუმენტაციაზე წვდომა. როდესაც სამართლიანობას ვერ პოულობ შენს სამშობლოში, მიმართვიანობა უკვე უნდა ეძებო გარეთ", - ამბობს ქართველი ქალი.