წყნეთის პოლიციის ბრალდებული შეფი დარბაზიდან გააძევეს - დაპირისპირება სასამართლო პროცესზე

27.01.24 17:05
წყნეთის პოლიციის ბრალდებული შეფი დარბაზიდან გააძევეს - დაპირისპირება სასამართლო პროცესზე

 

 

დაპირისპირება სასამართლო პროცესზე - წყნეთის პოლიციის ბრალდებული შეფი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. 

სხდომაზე მოსამართლეს პროკურორსა და ბრალდებულს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ სიტუაციის დასტაბილურებას. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ყოფილი სამართალდამცველი დუმილის დარღვევას ცდილობდა.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, რომელსაც ქრთამის აღებას ედავვებიან, ამტკიცებდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. საბრალდებო სკამზე მჯდომი ყოფილი სამართალდამცველი წყობიდან იმდენად გამოვიდა, რომ შეურაცხყოფა პროკურორსაც კი მიაყენა.

"ენა ჩაიგდე" - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა პროკურორს.

რუსი ეროვნების წარმომადგენელია, რომელიც 4 სხვადასხვა ქვეყანაში არის ნაჯდომი ნარკოტიკების გასაღებაზე. გვყავდა მოყვანილი პოლიციაში, თვითონ შემოგვთავაზა, ნარკოტიკების გამსაღებელთან თანამშრომლობა და თქვა, რომ ჩამოვიკიდებ კამერას და კოკაინსაც აგაღებინებთო. ამის შემდეგ, პიროვნებას ვუშვებთ სახლში და პიროვნებას რომ ვუშვებთ სახლში, მეორე დღის 8 საათზე დაწერა განცხადება, ის იძახის, რომ ქრთამი ავიღე. მე პოლიციის თანამშრომელს მეუბნება, რომ არანაირი მტკიცებულება ხელში არ მიჭირავს. ეს არის ყველაფერი თავი და თავი ამის, არაფერი სხვა. ამას ვიძახი, არც ქრთამი მაქვს აღებული, არც ფიზიკურად მიძალადია მასზე. ვიღაც რუსი ბარიგას, მსოფლიო ბარიგას ნათქვამზე ვარ დაპატიმრებული მე პოლიციის პოლკოვნიკი.

გავდივარ ისედაც კაცო, ჩუმად იყავი, შენ ჩაიგდე ხმა ", - მიმართა ქვაჭრელიშვილმა პროკურორს.

დაკავებულია შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე ამირან ნაჭყებია. 

გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსმა მოქალაქე უსაფუძვლოდ დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, დაპატიმრებით დაემუქრა და $3 500 გამოსძალა, მოადგილემ კი ჩაატარა სახლის უკანონო ჩხრეკა.

ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება, ჩადენილი გამოძალვით).

ამავე სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.