იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

28.01.24 10:10
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მამაკაცს ქურდობას ედავებიან. გამოძიების ცნობით, ემიგრანტმა მაღაზიიდან 200 ევროს ღირებულების ალკოჰოლური სასმელი მოიპარა. 

სასამართლო პროცესი ლაგონეგროში გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,  ქურდობაში მხილებულ კაცს პროვინციაში ბინადრობის უფლება აუკრძალეს.