ვითარება გზებზე - სად და როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

28.01.24 10:14
ვითარება გზებზე - სად და როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა იკრძალება - ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო შეზღუდვებია დაწესებული გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც. შეზღუდვები მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ტრანსპორტზე ვრცელდება. რაც შეეხება ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებას, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის დასაშვები.