თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა - დიდი ზომის ავტობუსები სატესტო რეჟიმში იმუშავებენ

28.01.24 10:17
თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა - დიდი ზომის ავტობუსები სატესტო რეჟიმში იმუშავებენ

თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა - ინფორმაცია თავდაპირველად სოციალური ქსელით გავრცელდა. არსებული ცნობებით, დიდი ზომის ავტობუსები, საწყის ეტაპზე, სატესტო რეჟიმში იმუშავებენ.

18-მეტრიანი ავტობუსები ოთხი ხაზით ივლიან. ნომერი 301, 302, 308 და ნომერი 314. თბილისის მერია იტყობინება, რომ წლის ბოლომდე დიდი ავტობუსები სრულად ჩაეშვება ავტოპარკში. მარშრუტების ზუსტი დასახელება კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.