ბრიტანული სამხედრო ხომალდი HMS DEFENDER ბათუმის პორტშია
ბრიტანული სამხედრო ხომალდი HMS DEFENDER ბათუმის პორტშია.
"გემის ვიზიტი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითია", - აცხადებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო.
შავ ზღვაში ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-ისა და საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღების მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებას და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი HMS DEFENDER-ი (D36) საქართველოს პირველად სტუმრობს. DARING-ის კლასის გამანადგურებელი თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებითაა აღჭურვილი.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ