"გაათავისუფლეთ დაკავებული ლექტორები" - მწერლები ხასაიასა და ჩიქობავას გარშემო გაერთიანდნენ
70-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გარშემო გაერთიანდა - ისინი სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ლექტორებს და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
მწერლები ფიქრობენ, რომ განსასჯელის სკამზე მსხდომი პირების დაკავებით "ოცნებამ" შური იძია მათზე, რადგან ლექტორებს საჯარო და ხისტი სამოქალაქო პოზიცია გააჩნდათ გარკვეულ საკითხებთან მიმართებით.
მწერალი, ტერესა მოსი "პირველებთან" აცხადებს, რომ ხელისუფლება მათ გამოკეტვას უსამართლოდ ცდილობს.
მხარი დავუჭიროთ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლოდ, შერჩევითი მართლმსაჯულების პრინციპით აღმოჩნდნენ წინასწარ პატიმრობაში. მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ხასაია არის აქტიური ადამიანი, პოეტი, რომელსაც აქვს ხისტი სამოქალაქო პოზიციები და ასევე, ბატონ აკაკი ჩიქობავას, რომელიც არის აკადემიური სფეროს წარმომადგენელი. ვფიქრობ, ძალიან საგანგაშო არის, როდესაც ცალსახად იკვეთება ის ტენდენცია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ასეთი ადამიანების უსამართლოდ გამოკეტვას", - ამბობს მწერალი ტორესა მოსი.
თსუს პროფესორები მზად არიან, დაკავებულ ლექტორს თავდებში ჩაუდგნენ - ჯაბა სამუშიასთან გამართული მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, თუმცა აკადემიური პერსონალი იტყობინება, რომ მოქმედებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლენ, თუ თხოვნით კაკო ჩიქობავას ოჯახი მიმართავთ.
"დესტრუქცია და ულტიმატუმი" - ამ ტერმინებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პროტესტის რეჟიმში გადასული სტუდენტების მისამართით ახსენებს. ნომერ პირველ აუდიტორიაში გამაგრებულ ახალგაზრდებს თსუ არაეთიკურ საქციელში ადანაშაულებს.