ყველა კითხვას მწყობრად უნდა გასცენ პასუხი - ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მოადგილის სკანდალზე

28.01.24 11:21
 ყველა კითხვას მწყობრად უნდა გასცენ პასუხი - ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მოადგილის სკანდალზე

თავდაცვის მინისტრის მოადგილის სკანდალი - ყოფილი თავდავის მინისტრი ფიქრობს, რომ  სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რასაც ჯუანშერ ბურჭულაძისგან ახსნა-განმარტება სჭირდება. თინა ხიდაშელის თქმით, მინისტრმაც და თავად ლელა ჩიქოვანმაც ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცენ. 

დაწყებული პირველი დღიდან, როდესაც ქალბატონი ლელა თავდაცვის სამინისტროში მივიდა, ეს სკანდალები არ ჩერდება დაწყებული პრემიებიდან, რომელიც მაშინ გამოიწერა თავდაცვის სამინისტროში და გაგრძელებული დღევანდელ სკანდალამდე. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მანაც და მინისტრმაც, ორივემ მწყობრად პასუხი გასცენ ყველა ამ კითხვას, დაასაბუთონ ყველა ის ხარჯი და ფინანსური მოცემულობა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს აქვს აი, ამ პერიოდის განმავლობაში. მთავარი კითხვა იგივეა, რაც პირველ დღეს იყო, როდესაც ამ დანიშვნის შესახებ გახდა ცნობილი, რომ რას უშვება ინტერესთა კონფლიქტს თავდაცვის მინისტრი. ეს არ არის კითხვა ჩიქოვანთან, ეს არის კითხვა თავდაცვის მინისტრთან, როდესაც ასეთი მასშტაბური ინტერესტა კონფლიქტი გაქვს ანუ შენი მოადგილის შვილისთვის სპეციალური თანამდებობა შემოდის ვაშინგტონში და იქ ინიშნება, როგორია მისი პასუხი ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ყველა პრობლემა მერე ამის გარშემო ტრიალებს. ეს დანიშვნა რომ არ ყოფილიყო, ეს თანამდებობა რომ არ შემოეღოთ, მაშინ ამაზე არ ვილაპარაკებდით, ხომ?, - ამბობს "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი. 

შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ლელა ჩიქოვანის ოჯახი წლიდან  წლამდე სულ უფრო მდიდრდება. მხოლოდ ამერიკაში 200 ათას დოლარიანი სახლი ჩიქოვანის ვაჟზეა გაფორმებული. დედაც და შვილის ერთი უწყების თანამშრომლები არიან. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდა, რომ თორნიკე ჩიქოვანი სამინისტრომ სპეცთანამდებობაზე დანიშნა და მივლინებით ამერიკაში გაუშვა.