დუშეთში მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

28.01.24 12:01
დუშეთში მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს - ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსული უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას 30-მდე ავტოტრანსპორტი ვერ ახერხებდა.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა. მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება," - ნათქვამია განცხადებაში.