აქცია დუშეთში - ასამდე ტრაილერის მძღოლს პრეტენზიები შსს-თან აქვს
ამ წუთებში ასობით ტრაილერის მძღოლი დუშეთისკენ მიმავალ გზაზე აქციას მართავს - მოქალაქეებს პრეტენზიები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ გააჩნიათ. დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტს პოლიცია გზაზე გამოძინებისა და დასვენების მიზნით გაჩერების უფლებას არ აძლევს.
რუსეთისკენ მიმავალ მძღოლებს კი განსაკუთრებული პრობლემა უამინდობის დროს ექმნებათ, რადგან სამართალდამცველები ტრაილერის მძღოლებს საპარკინგე სივრცეში შესვლას სთხოვენ, რომლის საფასურიც 40 ლარს შეადგენს. პარალელურად, გუდაურისკენ მიმავალ გზაზე საზღვარზე გასაშვებ რიგში ჩასადგომად დამატებით 80 ლარის გადახდა უწევთ.
ტრაილერის მძღოლები პოლიციელების მხრიდან უდიერ მოპყრობაზე საუბრობენ და "პირველებთან" აცხადებენ, რომ ქუჩაში გაჩერებული დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის ხილვისას სამართალდამცველები მძღოლებთან მიდიან და ფასიან საპარკინგე სივრცეში გადასვლას აიძულებენ.
დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი არის ის, რომ პოლიცია მანქანებს ავალდებულებს საპარკინგო სივრცეში შესვლას. მსურველი თავად შევიდეს, რაზეც ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ნუ გვაიძულებენ. პოლიცია ეუბნება, ან შედი უკან, ან შებრუნდი პარკში, ანუ გამოუვალ მდგომარეობაში ტოვებს მძღოლს. უფრო უკეთესი იქნება, მიებას, როგორც სხვა ტირ პარკები, რომელთა მსგავსიც არის საბაჟოებთან ახლოს, იხდი ერთჯერადად 80 ლარს, და იწერება მანქანა რიგში. ანუ, თავისი რიგი როცა მოუწევს, გადის საბაჟოზე", - ამბობს გაფიცული მძღოლი.