16 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმე - ხაშურის სასამართლოში ბრალდებულის პროცესი იწყება
16 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დაკავებული 51 წლის კაცი ხაშურის სასამართლოში მიიყვანეს. სხდომა წუთი-წუთზე დაიწყება. მოსამართლემ დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.
სასამართოს ეზოში ბრალდებულის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. დაკავებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების მათ არ სჯერათ.
მე არ ვიცი, თუ მოუვიდა ეგ შეცდომა, ჩვენთვის არის ძალიან წარმოუდგენელი. ეს არის ისეთი დაუჯერებელი, ჩვენს ხელში გაიზარდა. მთელი უბანი დახოცილები ვართ. არც დედა ჰყავს, არც მამა ჰყავს, - ამბობს მეზობელი.
ბრალდებები დაუჯერებელია კიევ ერთი ადგილობრივისთვის.
ჩვენ რომ გავიგეთ ეს ფაქტი, ყველაფერს წარმოვიდგენდით მაგის გარდა, მაგრამ იმ ყევლაფერსაც ვერ წარმოვიდგენდით, იმიტომ, რომ მაგისგან ქურდობა, ძალადობა... სუსტი ბიჭი იყო, ჯანმრთელობასაც უჩიოდა, ასეთი რარაც ვერ წარმომიდგენია, - ამბობს ადგილობრივი.
არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ბრალდებით 51 წლის კაცი 25 იანვარს დააკავეს. ცნობილია, რომ 51 წლის კაცმა და მოზარდმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს.
პროკურატურის ცნობით, სავარაუდო მოძალადემ ბიჭზე ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ გააუპატიურა, ბოლოს კი დანით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ბრალდებულმა დუმილი ბრალის წარდგენის დროს დაარღვია. კაცი ამტკიცებს, რომ არასწრუწლოვანი ცრუობს და ფაქტებს მძიმე დანაშაულის შესახებ იგონებს.
საპირისპიროს ამტკიცებს არასწრულწლოვანი. მან საგამოძიებო უწყებას უმძმესი ჩვენება უკვე მისცა.