პროტესტი გრძელდება - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ცოცხალი ჯაჭვის გასაკეთებლად ემზადებიან
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ცოცხალი ჯაჭვის გასაკეთებლად ემზადებიან. ქალაქის ყველაზე დიდი საავადმყოფოს თანამშრომლები პროტესტის ამ ფორმით კიდევ ერთხელ მოუწოდებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, გადაიფიქროს რესპუბლიკურის შენობის დემონტაჟი. "თუ კლინიკა დაინგრევა, დავრჩებით უსამსახუროდ" - აცხადებენ მედიკოსები. მათი თქმით, არ არსებობს არცერთი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა დაინგრეს. მათ კითხვები დანგრევის ფორმასთანაც აქვთ. ექიმებს აინტერესებთ, როგორ დაინგრევა განსაკუთრებული წესით აშენებული შენობა.
ჯანდაცვის სამინისტროდან არანაირი ინფორმაცია არ წამოსულა. უბრალოდ, როგორც ახასიათებს, გველაპარაკებიან ტელევიზიით, აჩვენებენ კადრებსშენობის გაურემონეტებელი ნაწილის, რომელიც, რომელიც, რა თქმა უნდა არის და ამიტომ არის საჭირო ამ შენობის რეაბილიტაცია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი, ახალ-ახალი იდეებიც შეიძლება მოგვივიდეს და ვთქვათ პროტესტის ფორმების შესახებ. ჩვენ არ გავჩერდებით! ჩვენი მტავარი მოთხოვნაა, რომ არ დაიხუროს რესპუბლიკური საავადმყოფო, - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი მალხაზ გოგუა.
800-მდე თანამშრომელს მთავრობა თბილისის გარდა დასაქმებას რეგიონებში ჰპირდება, ეს კი დედაქალაქში მცხოვრებლებისთვის მიუღებელია.