ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გარკვეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია - ამის შესახებ ინფრომაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.