16 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დაკავებული 51 წლის კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა
16 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დაკავებული 51 წლის კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. პროცესი ხაშურის სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომა დახურული იყო.
დაცვის მხარეს გააჩნდა საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება შემდგომ მტკიცებულებებს, ეს დროის საკითხია და რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი იქნება ის მტკიცებულებები, რომელტა საფუძველზეც წარიმართება საქმე არსებიტად განსახილველად სასამართლოში, - ამბობს პროკურორი თორნიკე ბაიდოშვილი.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ ბრალდებულის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებენ.
ჩვენი პოზიცია იყო, არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა - იგი დარჩა პატიმრობაში. როდესაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ჩვენ ნამდვილად დავამტკიცებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო. თავს დამნშავედ არ ცნობს, ეს დღესაც დააფიქსირა, - ამბობს მარიამ ინდუაშვილი.
რაც შეეხება დაზარალებულ არასწრულწლოვანს, "ტვ პირველისთვის" ცნობილი ხდება, რომ მას კერძო ადვოკატი დაიცავს. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ პოზიტიური მოლოდინი აქვს.
შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო. ეს არ არის ღია საქმე, რომ მე კომენტარი ვაკეთო. ეს დახურული პროცესია, ვინ არის, რა არის, რა მოხდა ან მოხდა თუ არა საერთოდ რამე, ეს სასამართლოს დასადგენია და ჩვენ წინსაწარ როგორ ვილაპარაკოთ, - ამბობს დაზარალებულის ადვოკატი დავით ჯალალი.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ბრალდებით 51 წლის კაცი 25 იანვარს დააკავეს. ცნობილია, რომ 51 წლის კაცმა და მოზარდმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს.
პროკურატურის ცნობით, სავარაუდო მოძალადემ ბიჭზე ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ გააუპატიურა, ბოლოს კი დანით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ბრალდებულმა დუმილი ბრალის წარდგენის დროს დაარღვია. კაცი ამტკიცებს, რომ არასწრუწლოვანი ცრუობს და ფაქტებს მძიმე დანაშაულის შესახებ იგონებს.
საპირისპიროს ამტკიცებს არასწრულწლოვანი. მან საგამოძიებო უწყებას უმძმესი ჩვენება უკვე მისცა.
წინასასამართლო სხდომა თევნახევარში გაიმართება.