ერთიანობის ჯაჭვი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან - მედიკოსებს აქციაზე პაციენტებიც შეურთდნენ
ერთიანობის ჯაჭვი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან - ქალაქის ყველაზე დიდ კლინიკასთან ექიმებმა სიმბოლური აქციით მოსთხოვეს ღარიბაშვილის მთავრობას, გადაიფიქროს შენობის დემონტაჟი.
რესპუბლიკურის თანამშრომლებს თბილისის სხვა კლინიკების ექიმები შეუერთდნენ. ცოცხალ ჯაჭვში ასევე პაციენტებიც იდგნენ. აქციის მონაწილეები "პირველებთან" აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავარი საავადმყოფოს დახურვა კოლაფს შექმნის, რადგან თბილისის კლინიკები ვერ გაუძლებს დატვირთვას, რის გამოც ათასობით პაციენტს საფრთხე დაემუქრება.
ეს ამბავი, რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა, არ აწუხებს მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს. ეს გვაწუხებს თითოეულ მედპერსონალს და აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფოს გამოთიშვა ჯანდაცვის სისტემიდან მოახდენს მთლიანად ჯანდაცვის სისტემის კოლაფს, რადგან პაციენტები ვეღარ მოთავსდებიან კლინიკაში და დარჩებიან ქუჩაში. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, გამოფხიზლდით და შემოუერთდით ამ პროტესტს. დიდი პროტესტის გარეშე ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია", - ამბობს მედიკოსი.