"გადავარჩინოთ "მაუდის" სტადიონი" - დიდუბეში აქცია მიმდინარეობს

28.01.24 15:32
"გადავარჩინოთ "მაუდის" სტადიონი" - დიდუბეში აქცია მიმდინარეობს

"გადავარჩინოთ "მაუდის" სტადიონი"  - ამ სახელწოდებით მიმდინარეობს აქცია ამ წუთებში. თბილისის რაიონ დიდუბეში მირცხულავას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები არიან შეკრებილი.

ხალხს ეჭვი აქვს, რომ სტადიონს აუქმებენ, რადგან მათთვის დაუდგენელმა პირებმა ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციები შეიტანეს. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ სტადიონის ადგილზე მალე კორპუსის მშენებლობაც დაიწყონ. 

საპროტესტო აქციის მონაწილეებს რაიონის გამგებელიც შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი თებერვლის ბოლოს გახდება.

კონკრეტული მონახაზი გვექნება, რომ ეს ადამიანები წამოგყვნენ, თუ არ წამოგვყვნენ ამ მონაცვლეობაზე. არ არის ეს ის პერიოდი, რომ ვიღაცას ხელების გადაგრეხით წავართვათ ქონება. სამუშაოები დაწყებულია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თებერვლის ბოლოს კონკრეტული ქეისით დაგიბრუნდებით", - ამბობს გამგებელი.