"თავისუფლება გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას" - ზუგდიდში დაკავებული ლექტორების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

28.01.24 17:12
"თავისუფლება გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას" - ზუგდიდში დაკავებული ლექტორების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

"თავისუფლება დაკავებულებს", "შეწყდეს გამოსახლება", "დასრულდეს შერჩევითი სასამართლო", - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულის, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

შეკრებილებმა ხელისუფლებას განსასჯელის სკამზე მსხდომი ორი ლექტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ჩვენ ვთვლით, რომ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ადგილი ციხეში არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არის შერჩევითი სამართალი. არსებობს უამრავი საქმე, რომ მკვლელობაში და ძალადობაში ბრალდებულები დღეს არიან გარეთ იმის გამო, რომ ისინი არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.