გერმანიაში სამკურნალოდ წასულ ქართველ ონკოპაციენტებს დეპორტაციისთვის ამზადებენ

28.01.24 20:27
გერმანიაში სამკურნალოდ წასულ ქართველ ონკოპაციენტებს დეპორტაციისთვის ამზადებენ

 

 

გერმანიაში სამკურნალოდ წასულ ქართველ ონკოპაციენტებს დეპორტაციისთვის ამზადებენ. საქართველოს მოქალაქეები უკვე გააფრთხილეს, რომ მკურნალობა შეწყვიტონ და სამშობლოში დაბრუნდნენ.

ირკვევა, რომ ამის მიზეზი საქართველოს მთავრობაა, რომელმაც გერმანული მხარე დაარწმუნა, რომ ონკოპაციენტებს უცხოეთში მკურნალობა არ ესაჭიროებათ, რადგან იგივე სერვისებით სარგებლობა თბილისშიც შეუძლიათ. "პირველების" ინფორმაციით, გერმანიის შემდეგ იქნება საფრანგეთიც. 

როგორ უნდა იზრუნონ მძიიმე პაციენტებმა საქართველოში გადარჩენისთვის, როცა მკურნალობა კოოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული, ევროპაში კი ეს პროცედურები სრულიად უფასოა? ცალკე პრობლემაა მედიკამენტები. ონკოპაციენტს უფასო წამლებს დაჰპირდნენ, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.