რატომ არის საქართველოში საბანკო მომსახურება ძვირი?

28.01.24 20:36
რატომ არის საქართველოში საბანკო მომსახურება ძვირი?

 

 

რატომ არის საქართველოში საბანკო მომსახურება ძვირი? პრეტენზიების ადრესატი ბანკები არიან, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მაღალ გაანაკვეთებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეფინანსირების მაჩვენებელი განსაღვრავს, რადგან სესხიდან თავისი წილი სახელმწიფოს მიაქვს. ანუ რასაც ყოველთვიურად მოქალაქეები ბანკს უხდიან, თანხის 70%  ეროვნული ბანკის სალაროში მიდის. 

რატომ არის რეფინანსირების განაკვეთი ასეთი მაღალი? მიზეზი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა. ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველო ღარიბ და რისკიან ქვეყნებს შორის მოიაზრება, ამიტომ ინვესტორები და   საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები თავს იზღვევენ და ფულს მაღალ პროცენტში იძლევიან. ერთააერთი, რასაც საპროცენტო განაკვეთების შემცირება შეუძლია, ეკონომიკური სტაბილურობაა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.