40 და 80 ლარიანი საპარკინგე ადგილი - დუშეთში სატვირთოების მძღოლებმა აქცია მოაწყეს

28.01.24 20:41
40 და 80 ლარიანი საპარკინგე ადგილი - დუშეთში სატვირთოების მძღოლებმა აქცია მოაწყეს

 

 

40 და 80 ლარიანი საპარკინგე ადგილი - ამ დაუჯერებელი საფასურის გამო სატვირთოების მძღოლები იძულებული გახდნენ, დღეს ქუჩაში გამოსულიყვნენ. მოქალაქეები ნატახტარრში შეიკრიბნენ. პრეტენზიები იმ პოლიციელებთან ჰქონდათ, რომლებიც უფლებას არ აძლევენ, მისაბმელიანი ტრანსპორტი გზაზე გააჩერონ.

რუსეთისკენ მიმავალ სატვირთოების მფლობელებს, რომლებიც ფასიან პარკინგზე არ შედიან, 200 ლარით აჯარიმებენ. აქციის მონაწილეებმა დღეს ულტიმატუმი წამოაყენეს: თუ  ერთიანი გადახდის სისტემა საქართველოში არ დაინერგება, საერთაშორისო მნიშვნელობის გზები პროტესტის ნიშნად გადაიკეტება.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები