"რესპუბლიკურის დანგრევა კოლაფსს გამოიწვევს" - მედიკოსებმა დღეს ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

28.01.24 20:21
"რესპუბლიკურის დანგრევა კოლაფსს გამოიწვევს" - მედიკოსებმა დღეს ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

 

 

ერთიანობის ჯაჭვი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან - ექიმები დღეს პაციენტებთან ერთად სთხოვდნენ ღარიბაშვილის მთავრობას, უარი ეთქვა რესპიბლიკურის დანგრევაზე. ცოცხალ ჯაჭვში იდგნენ თბილისის სხვადასხვა საავდმყოფოში დასაქმებულებიც.

 მედიკოსები ამბობენ, რომ  რესპუბლიკურის დახურვა კოლაფსს გამოიწვევს. თბილისში სამედიცინო დაწესებულებები დატვირთვას ვერ გაუძლებენ. ამით კი ათასობით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ექიმები ამ დრომდე ელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროდან სანდო დასვკვნას -  საერთაშორისო ექსპერტების შედგენილ დოკუმენტს, სადაც წერია, რომ კლინიკის დემონტაჟი აუცილებელია. რადგან საბუთი აგვიანებს და მთავრობის დაჟინებული სურვილიცა საავადყოფოს დანგრევა, მყარდება ეჭვი, რომ ქალაქის ყველაზე დიდი კლინიკის ტერიტორიით კონკრეტული პირია დაინტერსებული და იქ, სავარუდოდ, კორპუსების მშენებლობა აქვთ დაგეგმილი.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.