ჩვენი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ! - რესპუბლიკურის ექიმების პროტესტი გრძელდება
პროტესტის რეჟიმში მყოფი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ფონდ ქართუს განცხადებას ეხმიანებიან და ამბობენ, რომ აღნიშნულმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ შენობა დასანგრევი არ არის, რადგან იქ სამედიცინო ინსტიტუტის მოწყობა იგეგმებოდა.
ექიმები ამბობენ, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ბოლომდე იიბრძოლებენ. ქირურგი კახა ხუციშვილის თქმით, გაგრძელდება პროტესტი და ასევე გაგრძელდება სამართლებრივი დავაც.
ჩვენ, როგორც არაერთხელ მოგახსენეთ, ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი კოლექტივი, ჩვენი კლინიკა, იმიტომ, რომ ეს არ გვჭირდება მხოლოდ ჩვენ, ეს სჭირდება მთლიანად ქვეყანას, გამომდინარე იქიდან, თუ გადავხედავთ უკანასკნელ დღეებში გავიტარებულ მოვლენებს, რა ხდება მსოფლიოში და ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომის წინაშე დგას კაცობრობა და ასეთი სტრატეგიული ობიექტის დაკეტვა და მითუმეტეს დემონტაჟი, დღეს მე ვფიქრობ, რომ არის დანაშაულის ტოლფასი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ პროტესტს მუდმივ რეჟმში და ასევე სამართლებრივ დავას გავაგრძელებთ იმ ნაჩქარევ და არაარგუმენტირეულ გადაწყვეტილებაზე, - ამბობს ქირურგი კახა ხუციშვილი.