პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ვროცლავში, შაბათს 27 იანვარს გამთენიისას მოხდა.
მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც 21 წლის ადგილობრივის სიკვდილი მოჰყვა. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა იარაღითაა ჩადენილი მკვლელობა.
ეს არის საქართველოს ორი ახალგაზრდა მოქალაქე. ჩვენ ვიცით, რომ დამნაშავე ორი იყო. ამჟამად მათი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" - ამბობს ვროცლავის საოლქო პროკურატურის სპიკერი, ანა პლაჩეკ-გჟელაკი.