რესპუბლიკურ საავადმყოფოს ტენდერები გაუუქმეს - ექიმები შიმშილობას აანონსებენ

29.01.24 14:11
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ტენდერები გაუუქმეს - ექიმები შიმშილობას აანონსებენ

გადაუდებელი პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო სახარჯი მასალების შესაძენად გამოცხადებული ტენდერები გაუქმებულია. ინფორმაცია "პირველებს" რესპუბლიკური საავადმყოფოსს ექიმებმა მიაწოდეს. ირკვევა, რომ ჯანდაცვა უარზეა, საკვები იყიდონ რესპუბლიკურში მოთავსებული პაციენტებისთვისაც.

მედიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება კლინიკას კრიზისს ხელოვნურად უქმნის. ექიმებმა სახელმწიფოს ულტიმატუმი წაუყენეს: ან უნდა გადაიფიქრონ შენობის დემონტაჟი ან ექიმები პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.

მივიღეთ ცნობა, რომ საავადმყოფომ ორშაბათიდან შეწყვიტა ყველა გამოცხადებული სახარჯი მასალების და მედიკამენტების მომარაგების შესახებ და დღეს, როგორც აღმოჩნდა, შეწყვიტეს პაციენტების კვება. შესაბამისად, ირღვევა არა მარტო ექიმის უფლება, რომ განახორციელოს სამედიცინო საქმიანობა, ირღვევა პაციენტის უფლებაც, რომ მიიღოს ის სერვისი, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფო აწვდიდა. გამოდის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო და ჯანდაცვის სამინისტრო ეწევა მიზანმიმართულ საბოტაჟს, რომ შეწყდეს პაციენტების შემოდინება და სრულფასოვანი მკურნალობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, - ამბობს კარდილოგი ნინო ოთარიშვილი.