აფრიკის დასახლებაში პლასტმასის ქარხნის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქალაქ თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე მდებარე პლასტმასის ქარხნის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
„დგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.