ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს

29.01.24 22:51
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს. 

მედიის ცნობით, გურამ ბერიძეს ბათუმში, სასტუმრო "ლე მერიდიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაადეს ბორკილები, სადაც ე.წ კანონიერი ქურდების მონაწილეობით "ქუჩური გარჩევა" გაიმართა. განსასჯელის სკამზე მჯდომ პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

გამოცემა წერს, რომ საქმე, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის კუთვნილი კომპანიის საქმიანობას ეხება. წყაროები "აჭარა თაიმსს" უყვებიან, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი კომპანიის წილებს უკავშირდება, რადგან როგორც ირკვევა, ბერიძეს წილის დათმობასა და დიდ თანხას სთხოვენ.