2023 წელს საქართველოს ყველაზე მეტი, 1.2 მილიონი ვიზიტორი რუსეთიდან ჰყავდა - საქსტატის მონაცემები
2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა - საქსტატი მონაცმებეს აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 30.9%-ით მეტია.
ვიზიტორების სია ასეთია:
2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთის (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.