რუსეთიდან საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში 20.91 ტონა კარტოფილი შემოჰქონდათ
რუსეთიდან საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში 20.91 ტონა კარტოფილი შემოჰქონდათ - ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
"საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი", რუსეთის რესპუბლიკიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა," - ნათქვამია განცხადებაში.