ჭავჭავაძეზე გარდაცვლილი კაცი ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი იყო
ჭავჭავაძეზე გარდაცვლილი კაცი ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი იყო - ამის შესახებ ინფორმაციას დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვქამს დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო.
"პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - წერია განცხადებაში.
შემთხვევა დღეს დილით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს.