საკადრო ცვლილებები შსს-ში

30.01.24 14:05
საკადრო ცვლილებები შსს-ში

ცვლილებები შსს-ში - უწყების ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს გიორგი ოსაძე აღარ უხელმძღვანელებს.

ოსაძეს დირექტორის თანამდებობაზე გიორგი მინდიაშვილი ჩაანაცვლებს, გიორგი ოსაძე კი საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გიორგი მინდიაშვილი წარუდგინა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ოსაძე ჩაანაცვლა.
გიორგი ოსაძე კი საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.
გიორგი მინდიაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
გიორგი მინდიაშვილი ასევე, წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

მსგავსი სიახლეები