პროკურატურამ პოზიცია შეცვალა - დაკავებულ ლექტორებს საგამოძიებო უწყება საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს
პროკურატურამ პოზიცია შეცვალა. აქციაზე დაკავებულ ლექტორებს საგამოძიებო უწყება საპორცესო შეთანხმებას სთავაზობს, თუმცა აღიარების და ზიანის ანაზღაურების პირობით. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ თუ ამ პირობებს ბრალდებულები დააკმაყოფილებენ, არ არის გამორიცხული, სამართლოს აღკვეთის ღონსიძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართონ.
ორივე ბრალდებულს ბრალად აქვს წარდგენილი სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად. მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნება პატიმრობა, რომელიც დღეის მდგომარეობითაც ძალაშია, რაც შეეხება შეცვლის საკითხს, დღეის მდგომარეობით რაიმე ახალი გარემოება, რომელიც გამოიწვევდა შეცვლას, სახეზე არ არის. ზოგადად, უშუალოდ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის დროს ბრალდება მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ისინი არ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს. თუკი ბრალდებულები აანაზღაურებენ მიყენებულ ზიანს, ასევე აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, ბრალდების მხარე მზად არის, რომ მოითხოვოს მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, - ამბობს პროკურორი.
პროტესტის მონაწილე სტუდენტები კი პროკურატურის შეცვლილ პოზიციასთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიებს აჟღერებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საგამოძიებო უწყება დროს მიზანმიმართულად ჭიმავდეს.
ისინი ასე თამაშობენ, რომ გაწელონ დრო შემდეგ სასამართლო პროცესამდე, როდესაც უკვე იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც მათ თავიდანვე ჰქონდათ ჩაფიქრებული, რომ ამქსიმალური სასჯელი მისცენ. და მეორე ვარიანტია, რომ უარლოდ, მათ რეალურად დაინახეს, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა ძლიერია, მათ შეეშინდათ ამ მხარდაჭერის და არ სურთ თავიანთი პრესტიჟის და კრედიტების დაკარგვა. ჩვენი პროტესტი არ დასრულდება მანამ, სანამ არ გავათავისუფლებთ ბატონ გიორგის და ბატონ აკაკის, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ლექტორების საქმეს დიდი პროტესტი მოჰყვა. მეექვსე დღეა მათი გათავისუფლების მოთხოვნით უნივრესიტეტი პროტესტის ეპიცენტრია. სტუდენტებს კანცელარია აქვთ დაკავებული. მათი თქმით, პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე დაკავებული ლექტორები თავისუფლებაზე არ იქნებიან.