რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა სამართლებრივი დავა ოფიციალურად დაიწყეს - სარჩელი სასამართლოშია
ექიმები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - მედიკოსებმა საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივი დავა ოფიციალურად დაიწყეს. ერთობლივი სარჩელით რესპუბლიკური საავდმყოფოს თანამშომლები კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ. სასარჩელო მოთხოვნა უკვე დარეგისტრირებულია. არის ასევე მეორე სარჩელიც, რომელშიც შრომით ხელშეკრულების გაუქმებაზეა საუბარი.
ახლა მთავარი კითხვაა, მიიღებს თუ არა "კლანის" მართული სასამართლო ამ დავას განსხილველად. სამართლებრივი დავის პარალელურად, ექიმები უწყვეტ პროტესტაც აანოსნებენ, ეპიცენტრი კი კლინიკის ეზო გახდება.
"ვასაჩივრებთ იმას, რასაც ვასაჩივრებთ ამდენი დღის განმავლობაში. ეს არის, ჩემი აზრით უსაფუძვლო, სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მთავრობამ. გვაქვს თანამშრომლების ხელმოწერილი საბუთი, რომელიც თან ერთვის ამ სარჩელს და იქ არის დაახლოებით 200 ხელმოწერამდე. ჩვენ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, ამაში იგულისხმება სამართლებრივი ფორმა, რომელსაც უკვე მივმართეთ და არ გამოვრიცხავთ პროტესტის რადიკალურ ფორმასაც, მათ შორის ქუჩის აქციებს და შიმშილობასაც კი", - ამბობს ექიმი.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შენობა ავარიულია, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და უნდა დაინგრეს. ჯანდაცვა იქ მომუშავე პერსონალს ქვეყნის სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილებასა და კომპენსაციებს სთავაზობს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები კი სახელმწიფოს და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობენ, ამბობენ, რომ თუ ისინი ხელს არ მოაწერენ ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას კომპენსაციებთან დაკავშირებით, 15 თებერვლამდე ჯანდაცვის სამინისტრო მათ სამსახურიდან გაათავისუფლებს.