დაკავებული ლექტორების ბრალს ისედაც აღირებდნენ და ზიანის ანაზღაურებაზეც თანახმანი იყვნენ - ადვოკატი

30.01.24 17:42
დაკავებული ლექტორების ბრალს ისედაც აღირებდნენ და ზიანის ანაზღაურებაზეც თანახმანი იყვნენ - ადვოკატი

დაკავებული ლექტორების ბრალს ისედაც აღირებდნენ და ზიანის ანაზღაურებაზეც თანხმობას აცხადებდნენ, -ასე პაუხობს პროკურატურას კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ლექტორების ინტერესების დამცველი. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ბრალდების მხარის პოზიციის შეცვლა საზოგოებრივი პროტეტის შედეგია.

ორივე ბრალდებული პირველივე წარდგენის სხდომაზე აღიარებდა ცადენილ ქმედებას და ასევე, ორივე მათგან გამოთქვამდა მზაობას, რომ მიყენებულ ზიანს აანაზღაურებდნენ, ამიტომაც კარგია, რომ მათი ეს პოზიციები გაითვალისწინა პროკურატურამ და გამოხატავს მზაობას, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენონ. ალბათ ამ პროცესში გავლენა იქონია, გარკვეულწილად, იმ საზოგადოებრივმა მხარაჭერამაც და პოზიციებმაც, რაც ამ დღეებში გვესმის, როდესაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კულტური სფეროში თუ აკაემიური მიმართულებით ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი მხარდაჭერა, - ამბობს ადვოკატი გურამ იმნაძე.

თსუ-ს პროფესორები კი ისევ ამბობენ, რომ მზად არიან, დაკავებულ ლექტორებს თავდებში ჩაუდგნენ. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დაკავებულები და დათანხმდებიან თუ არა პროკურატურის შეთავაზებას, მომავალ  პროცესზე გაირკვევა. არსებითი განხილვა დაკავებული ლექტორების საქმეზე სასამართლოშ 18 მარტს დაიწყება. 

აქციაზე დაკავებულ ლექტორებს პროკურატურა საპორცესო შეთანხმებას სთავაზობს, თუმცა აღიარების და ზიანის ანაზღაურების პირობით. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ თუ ამ პირობებს ბრალდებულები დააკმაყოფილებენ, არ არის გამორიცხული, სამართლოს აღკვეთის ღონსიძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართონ.

მსგავსი სიახლეები