ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების ფორმა არის მკაცრი და სასამართლოს ვთხოვთ მის შეცვლას - ჯაბა სამუშია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სასამართლოს ლექტორ კაკო ჩიქოვბავას აღკვეთი გონისძიების შეცვლას სთხოვს.
ჯაბა სამუშიამ გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ლექტორს საქმეზე სასამართლოსადმი წარსადგენი განცხადება ადვოკატს გადასცა. „პუბლიკა” განცხადება მხარეებთან შეთანხმებით ავრცელებს.
„აკაკი ჩიქობავა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ფორმა არის მკაცრი და ვთხოვთ სასამართლოს აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი იქნას აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით”, – წერია განცხადებაში.
ჩიქობავა და ხასაია 23 იანვარს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს. მათ პროკურატურა აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებას ედავება. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.