სავარაუდო სექსუალური შევიწროება - გაუშვებენ თუ არა ბრალდებულ სკოლის დირექტორს ციხეში?
წავა თუ არა ციხეში მასწავლებლის სექსულურ შევიწროებაში ბრალდებული სკოლის დირექტორი? პროკურატურა მისთვის პატიმრობას და სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას ითხოვს. დაკავებული კი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ დაზარალებულს მხოლოდ ინგლისური ტექსტების გადათარგმნის მიზნით ეკონტაქტებოდა.
თერჯოლის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საქმეში დევს ამავე სკოლის მასწავლებლის ჩვენება და მიმოწერების ე. წ სქრინები. ქალმა დუმილი ორი წლის შემდეგ დაარღვია და თქვა,რომ 2021 დან 23 წლამდე მას დირექტორი სექსუალურ კავშირს სთოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აშანტაჟებდა და ემუქრებოდა. სავარაუდო მსხვერპლი იძულებული გახდა, სამსახურიდან დროებით წასულიყო, თუმცა სკოლის დირექტორი ამ ფაქტმა მაინც არ გააჩერა და დაზარალებულის შევიწროებას ისევ აგრძელებდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.