ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში, ხანძარია
ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ხანძარია - ამის შესახებ ინფორმაციას "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ავრცელებს.
ქაცარავა საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეომასალას აქვეყნებს და წერს, რომ ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები არ შეინიშნებიან.
ამ წუთებში საკმაოდ დიდი ცეცხლის კერას ვხედავთ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში.
სულ ცალ წიხლზე ჰკიდიათ ოკუპანტებს ჩვენი ბუნების წვის ამბავი - ერთი სახანძრო მანქანაც კი არ შეინიშნება ახლომახლო" - წერს დავით ქაცარავა.