ქვეყანა კორუფციის ჭაობშია - საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში ჩამოქვეითდა

30.01.24 20:27
ქვეყანა კორუფციის ჭაობშია - საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში ჩამოქვეითდა

 

 

ქვეყანა კორუფციის ჭაობშია. წლიდან წლამდე რეკორდულად იზრდება იმ ჩინოვნიკების რაოდენობა, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე დიდ ქონებას აგროვებენ. სწორედ ამის გამო ქვეყნის შედეგი კიდევ უფრო გაუარესდა. 53 ქულა - ასეთი შეფასება მიიღო საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში.

რას ნიშნავს ეს? საქმე  მაღალჩინოსნების მიერ მხოლოდ დიდი ფულის კეთებას არ ეხება. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, პრაქტიკულად, მიტაცებულია.

 ამ ყველაფრის სათავეში კი ბიძინა ივანიშვილი დგას. საერთაშორისო ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სწორედ ოლიგარქმა ითამაშა მთავარი როლი სახელმწიფო უწყებებზე გავლენების მოსაპოვებლად და მათ ხელში ჩასაგდებად. ეს კი უკვე ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე საგანგაშო მიზეზია, რამაც საქართველოს  შესაძლოა, ევროპული მომავალი საბოლოოდ დააკარგვინოს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები