ბოიკოტი მთავრობას - რესპუბლიკურის ექიმებმა ჯანდაცვის უწყებას სასამართლოში უჩივლეს

30.01.24 20:39
ბოიკოტი მთავრობას - რესპუბლიკურის ექიმებმა ჯანდაცვის უწყებას სასამართლოში უჩივლეს

 

 

ჯანდაცვის მინისტრს ექიმების შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ. საუბარია იმ მედიკოსებზე, ვინც სამინისტროს შეთავაზებას დათანხმდა და კომპენსაციას მიიღებენ. ექიმების თქმით, მათ კოლეგებს ემუქრებოდნენ, რომ თუ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ყველაფრის გარეშე დარჩებოდნენ.

პარალელურად კი, 200 ექიმის მიერ ხელმოწერილი სარჩელი ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ უკვე სასამართლოშია. მედიკოსები აზარაშვილისგან ითხოვენ, გააქუმოს დადგენილება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის შესახებ და მინისტრმა უზრუნველჰყოს მათი შრომითი უფლებების დაცვა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები