საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ გამოწვევად კვლავ საქმეთა გაჭიანურება რჩება - GDI კვლევას აქვეყნებს

30.01.24 19:50
საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ გამოწვევად კვლავ საქმეთა გაჭიანურება რჩება - GDI კვლევას აქვეყნებს

საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ გამოწვევად კვლავ საქმეთა გაჭიანურება რჩება, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გაუარესდა - ამის შესახებ კვლევას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა [GDI] აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვის მიუხედავად, საჭიროა დამატებითი პირობების შეტანა ახალი მომხსენებელი მოსამართლის არჩევისას.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შერჩევის კრიტერიუმები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. სუბიექტური კრიტერიუმის შეფასების პრინციპი არ არის ჩამოყალიბებული. პროცესი არ არის გამჭვირვალე და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი. ასევე, გაუმჯობესებას საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების პროცესი. სასამართლოს გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია საქმის პლენუმისთვის გადაცემის მიზნით ინდივიდუალურ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შემუშავებული, დასაბუთებული შუამდგომლობებისა და წინადადების გამოქვეყნება", - წერია კვლევაში.

მსგავსი სიახლეები