"ბერლინალეზე" კინოცენტრის დელეგაციაში გური სულთანიშვილი და POSTV-ის ჟურნალისტი არიან

30.01.24 22:58
"ბერლინალეზე" კინოცენტრის დელეგაციაში გური სულთანიშვილი და POSTV-ის ჟურნალისტი არიან

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.

გამოცემამ მოიპოვა იმ კონკრეტულ ადამიანთა სია, რომლებიც კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები იქნებიან კინობაზრობაზე.

როგორც ირკვევა, დელეგაციაში შედიან სამთავრობო პროპაგანდისტული არხის,  POSTV-ის წამყვანი, გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი, სალომე გობრონიძე.

გური სულთანიშვილს კინოცენტრი "ბერლინალეზე" გზავნის როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს, ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს – როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.

გამოცემის ცნობით, კინოცენტრის წარმომადგენლები კინო-ბაზრობაზე ასევე იქნებიან: 

კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - თამთა ახალაია
კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის სპეციალისტი - სალომე გოფოძე
საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში - გიორგი აგლაძე

გარდა მოქმედი თანამშრომლებისა, "ბერლინალეს" კინობაზრობის პორტალზე ორგანიზაციის წარმომადგენლებად მითითებულია:

ტელეკომპანია იმედის წამყვანი, მომღერალი - ნინი ბადურაშვილი
ტელეკომპანია იმედის ოპერატორი - შოთა თუთაშვილი
ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი - ქეთევან ჭეიშვილი
კულტურის სამინისტროს თანამშრომელი - გიორგი ცხვედიანი
რეჟისორი - სოფია ბაბლუანი
პროდიუსერი - ხათუნა ხუნდაძე
პროდიუსერი - ედმონდ მინაშვილი
პროდიუსერი - ქეთევან ჯანელიძე
პროდიუსერი - დავით კერესელიძე
კასტინგის რეჟისორი - მარკ სამერსი
სვანეთის კინოფესტივალის წარმომადგენელი - მარიამ ხაჭვანი
სვანეთის კინოფესტივალის წარმომადგენელი - თეიმურაზ ჩხვიმიანი
რეჟისორი - ლეო გაბრიაძე
რეჟისორი - გიორგი ჭუმბურიძე
PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნინო აბრამიშვილი
PR-ის დეპარტამენტი - თენგიზ ებრალიძე
PR-ის დეპარტამენტი - გიორგი მაზმიშვილი
კინოაკადემიის პრეზიდენტი - ნიკოლოზ აბრამაშვილი
თეატრალური უნივერსიტეტის კანცლერი - გიორგი ხარებავა
აწარმოე საქართველოში წარმომადგენელი - ირაკლი გაბრიაძე

მსგავსი სიახლეები