მილიონი ზლოტის ღირებულების ოქროს ნივთები და ფული - პოლონეთში ქართველების კრიმინალური ბანდა დააკავეს

31.01.24 10:15
მილიონი ზლოტის ღირებულების ოქროს ნივთები და ფული - პოლონეთში ქართველების კრიმინალური ბანდა დააკავეს

მილიონი ზლოტის ღირებულების ოქროს ნივთები, სუნამოები, ტანსაცმელი,  ძვირფასი ქვები და ფული - პოლონეთში ქართველების კრიმინალური ბანდა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინულ პასპორტებს იყენებდნენ და ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქებში სახლებს სისტემატურად ძარცვავდნენ.

დაკავებულებს  ბრალდეება 48 სახლის ძარცვის ეპიზოდზე აქვთ წარდგენილი. ამოღებულია ის მოწყობილოებიც, რომლითაც ქართველები სახლებში შესვლას ახერხებდნენ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვავში მათ ციხეში 10 წლის გატარება ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები